შალვა მატუაშვილის გამოფენა
არტ გალერეა ნუბლისში ქართველი მხატვრის, შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
თბილისში, ცნობილი მხატვრის, შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შესრულებული 40-მდე ნახატი. მათ შორის იყო 6 ახალი ნამუშევარი. მხატვრის განცხადებით, 2 დღეა რაც ნინო ანანიაშვილის ტილოზე მუშაობს, მისი თქმით, ნინო ანანიაშვილი მისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. უცნობია კონკრეტული დრო თუ როდის დასრულდება აღნიშნული პორტრეტი.შალვა მატუაშვილი გვიყვება, რომ თითმის ყველა ჟანრში ასრულებს ნამუშევრებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ პორტრეტზე ან პეიზაჟზე მუშაობს, ეს მის განწყობაზეა დამოკიდებული. მხატვარს, განსაკუთრებით მოსწონს შიშველი სხეულის ხატვა და მრავალფროვნება, როგორც ადამიანებში, ასევე საკუთარ ნამუშევრებში. იშვიათად მართავს გამოფენებს- საბოლოო ჯამში, საქართველოში, 10-მდე გამოფენა აქვს გამართული. საზღვრებს გარეთ კი 5-მდე. მხატვარი საკუთარი საქმიანობის დაბრკოლებად გამოფენებისთვის ნამუშევრების გადაადგილებას მიიჩნევს, რადგან ყოფილა შემთხვევა რომ არაერთხელ დაუზიანეს.
მისი არაერთი ნამუშევარი გაიყიდა და კერძო კოლექციონერების ხელში გადავიდა. მაგალითად, ნამუშევარი სახელწოდებით „ჟღალი ლომი”, რომელიც მისი თქმით უცხოელმა ცოლ-ქმარმა შეიძინა და ლონდონში წაიღეს. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ნამუშევარი თბილისში დაბრუნების შემდგომ კვლავ გაიყიდა და ამჯერად ავტორმა საკუთარი ნამუშევარი სამმაგ ფასად იყიდა.
Video edited on Kapwing
ვკითხეთ წყდება თუ არ გული როდესაც ნახატს ყიდის - ამბობს რომ მხატვარს გული უნდა დაგწყდეს მაშინ, როცა ნამუშევრებს ვერ ყიდი და ის არავის სჭირდება. მისი უსაყვარლესი მხატვარი ანდრეა მანტენია და მასთან ერთად ვენეციური ფერწერა მისი შემოქმედების ინსპირაციაა.ადგილზე მისულ სტუმრებს მხატვრის ალბომიც დახვდებათ, რომელიც პირად ისტორიებს ინახავს. შალვა მატუაშვილის ცხოვრებისეულ კრედოდ ქცეული მისივე სიტყვები კი - „არ მინდა იქ, სადაც მე არ ვარ” -აღნიშნული ალბომის პირველ ფურცელზე საპატიო ადგილს იკავებს.
Comments
Post a Comment