წყალში გადაყრილი მილიონობით ლარი და სარემონტო მეტროსადგურები
ჯერ კიდევ 2020 წელს კახი კალაძე განმარტავდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები აწარმოეს და შეთანხმებას მიაღწიეს. ამის მიხედვით დაახლოებით, 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო-- ესენია: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“.
Video edited on Kapwing
აქვე დასძინა მერმა რომ იმ დროისთვისაც კი არ იყო აღნიშნული მეტროსადგურების მდგომარეობა სახარბიელო და საჭიროებდა რეაბილიტაციას. რეალობა კი სხვა სურათს ქმნის ზემოთ ჩამოთვლილი 10 მეტროსადგურიდან რეაბილიტაცია ამ დრომდე არც ერთს არ ჩატარებია.თავდაპირველად ვარკეთილის მეტროსადგურს 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოებისთვის კომპანია "ყვარელრემშენს" 347 848 ლარი გადაუხადეს. სამუშაოების დაწყებამდე, ეს კომპანია შესყიდვების სამსახურის "შავ სიაში" იყო, თუმცა კონტრაქტი მაინც ამ კომპანიასთან გაფორმდა. აღნიშნულმა კომპანიამ მეტრო ვარკეთილის სარემონტო სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დაასრულა.
4 თვის შემდეგ- 2018 წლის იანვარში ახალგარემონტებულ
ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ჭერის ჩამონგრევიდან 1 წლის შემდეგ, კახა კალაძემ
განაცხადა "ერთი წელი გავიდა და ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია".
ახლაა რეალობა სხვა სურათს ქმნის ჩამონგრევიდან 5 წლის თავზე მეტროსადგური ისევ სარეაბილიტაციოა.
შემდეგ იყო 2023 წლის
9 თებერვალი როდესაც მეტრო „ვარკეთილის“ ხელახალი რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „ბადა ქონსთრაქშენი“
ასრულებს. კალაძის განმარტებით, რეაბილიტაციისთვის 13 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯება,
რომელიც სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის
სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოების შესრულების ვადად 18 თვე განისაზღვრა. შესაბამისად,
2024 წლის ზაფხულისთვის პროექტი დასრულებული უნდა იყოს.
უნდა ითქვას რომ მეტროსადგური "გურამიშვილის" რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და ამისთვის სადგური რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო. მაშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებდნენ, რომ 2018 წლის 20 იანვრიდან ისეთი მასშტაბური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, როგორიცაა დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა, სამღებრო სამუშაოების წარმოება და სხვა. თუმცა როგორ ჩანს ეს პროექტიც თაროზე შემოდეს და აღარავის ახსოვს.
Comments
Post a Comment