Posts

Showing posts from January, 2024

წყალში გადაყრილი მილიონობით ლარი და სარემონტო მეტროსადგურები

ჯერ კიდევ 2020 წელს კახი კალაძე განმარტავდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან  მოლაპარაკებები აწარმოეს და შეთანხმებას მიაღწიეს. ამის მიხედვით დაახლოებით, 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო-- ესენია: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“. Video edited on Kapwing   აქვე დასძინა მერმა რომ   იმ დროისთვისაც   კი არ იყო აღნიშნული მეტროსადგურების მდგომარეობა სახარბიელო და საჭიროებდა რეაბილიტაციას. რეალობა კი სხვა სურათს ქმნის ზემოთ ჩამოთვლილი 10 მეტროსადგურიდან რეაბილიტაცია ამ დრომდე არც ერთს არ ჩატარებია.   თავდაპირველად ვარკეთილის მეტროსადგურს  2016 წელს,    დავით ნარმანია ს მერობის დროს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოებისთვის კომპანია "ყვარელრემშენს" 347 848 ლარი გადაუხადეს. სამუშაოების დაწყებამდე, ეს კომპანია შესყიდვების სამსახურის "შავ სიაში" იყო, თუმცა კონტრაქტი მაინც ამ კომპანიასთან გაფორმ...

შალვა მატუაშვილის გამოფენა

Image
  არტ გალერეა ნუბლისში ქართველი მხატვრის, შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა თბილისში, ცნობილი მხატვრის, შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შესრულებული 40-მდე ნახატი. მათ შორის იყო 6 ახალი ნამუშევარი. მხატვრის განცხადებით, 2 დღეა რაც ნინო ანანიაშვილის ტილოზე მუშაობს, მისი თქმით, ნინო ანანიაშვილი მისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. უცნობია კონკრეტული დრო თუ როდის დასრულდება აღნიშნული პორტრეტი. შალვა მატუაშვილი გვიყვება, რომ თითმის ყველა ჟანრში ასრულებს ნამუშევრებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ პორტრეტზე ან პეიზაჟზე მუშაობს, ეს მის განწყობაზეა დამოკიდებული. მხატვარს, განსაკუთრებით მოსწონს შიშველი სხეულის ხატვა და მრავალფროვნება, როგორც ადამიანებში, ასევე საკუთარ ნამუშევრებში. იშვიათად მართავს გამოფენებს- საბოლოო ჯამში, საქართველოში, 10-მდე გამოფენა აქვს გამართული. საზღვრებს გარეთ კი 5-მდე. მხატვარი საკუთარი საქმიანობის დაბრკოლებად გამოფენებისთვის ნამუშევრების გადაადგილებას მიიჩნევს, რადგან ყოფილა შემთხ...