საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა დანაყოფების მიხედვით 2022-2023 წლის მონაცემები
![]() |
წყარო: ამბები.ge |
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობებით პირველ ადგილზე თბილისია (706 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (167 შემთხვევა).
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: აჭარა - 150 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 62, შიდა ქართლი - 64, ქვემო ქართლი -106, კახეთი-78, სამცხე-ჯავახეთი - 27, მცხეთა- 46, გურია - 21.
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 503 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეით მოსიარულეზე - 414 შემთხვევა.
ამასთან, ამავე პერიოდში 167 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზების რაოდენობის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 34;
სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ - 0;
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 80;
შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - 82;
საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 62;
მოძრაობის დაწყების მანევრი - 26;
მოხვევის მანევრი - 60;
მობრუნების მანევრი - 8;
უკუსვლით მოძრაობა - 14;
გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა - 28;
ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა - 58;
მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა - 2;
ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 1;
დისტანციის დაუცველობა - 88;
სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა- 3;
განლაგების წესის დარღვევა - 1;
რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა - 1;
სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა - 712;
Comments
Post a Comment