თბილისში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე განათდა

2023 წლის 15 დეკემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე თბილისის მერმა კახი კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და საზოგადოებასთან ერთად საზეიმო ვითარებაში აანთო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართულ-ხალხური ცეკვის ანსამბლები აგრეთვე თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვის ჯგუფები, რომლებმაც საზოგადოებას მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარუდგინეს. ხაშურელი ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში სოციალურად დაუცველ 300 ოჯახს საახალწლოდ პროდუქტებით მოამარაგებს. გელაშვილი უკვე წლებია რაც საკუთარ რაიონში სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დახმარებას უწევს. ფოტოს წყარო:tv iveria