Posts

Showing posts from 2023

თბილისში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე განათდა

Image
 2023 წლის 15 დეკემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის  ხე თბილისის მერმა კახი კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და საზოგადოებასთან ერთად  საზეიმო ვითარებაში აანთო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართულ-ხალხური ცეკვის  ანსამბლები აგრეთვე თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვის ჯგუფები, რომლებმაც საზოგადოებას  მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარუდგინეს.  ხაშურელი ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში სოციალურად დაუცველ 300 ოჯახს საახალწლოდ პროდუქტებით მოამარაგებს.  გელაშვილი უკვე წლებია რაც საკუთარ რაიონში სოციალურად  შეჭირვებულ ოჯახებს დახმარებას უწევს.   ფოტოს წყარო:tv iveria

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა დანაყოფების მიხედვით 2022-2023 წლის მონაცემები

Image
წყარო: ამბები.ge   შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , 2023 წლის მეორე კვარტალში  სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობებით პირველ ადგილზე თბილისია (706 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (167 შემთხვევა). რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: აჭარა - 150 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 62, შიდა ქართლი - 64, ქვემო ქართლი -106, კახეთი-78, სამცხე-ჯავახეთი - 27, მცხეთა- 46, გურია - 21. რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 503 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეით მოსიარულეზე - 414 შემთხვევა. ამასთან, ამავე პერიოდში 167 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით. საგზაო...

კიბერთაღლითებმა ახალი სქემა შეიმუშავეს- როგორ უნდა მოიქცეთ ფიშინგის თავიდან ასარიდებლად

Image
                ფოტოს წყარო- Business media   არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“  ფიშინგის  სქემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს - აქ ნახავთ როგორ მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ფიშინგი. რა გზებით შეიძლება მოიპოვონ ადამიანებმა ჩვენი პერსონალური ინფორმაცია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა არის ფიშინგი? ფიშინგი  კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმაა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით მოპაროს სენსიტიური ინფორმაცია ან მოახდინოს კომპიუტერის კომპრომეტაცია. შეტევის დროს გამოიყენება მეილი, რომელიც იგზავნება კიბერ-კრიმინალების მიერ. ძირითადად, მეილი წარმოჩენილია როგორც სანდო წყაროსგან მიღებული შეტყობინება, როგორიცაა ბანკი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია ან  პირი ვისთანაც მსხვერპლს შესაძლოა ქონდეს ურთიერთობა.   მეილი შენიღბულია როგორც სასწრაფო შეტყობინება, რომელშიც დამატებითი ინფორმაციისთვის მოთავსებულია ვებ-ბმუმლები ან მიმაგრებული დო...

სალომე ზურაბიშვილი პარიზში უნებართვოდ მიემგზავრება

Image
  მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი - როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება, ამ მხრივ,   ნებით თუ უნებლიდ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა    ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები. მისივე თქმით, საქართველოს კანდიდატურის ლობირებას გააგრძელებს. „რაც შემეხება მე, რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებით თუ უნებლიედ ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ევროკავშირის თითოეულ ქვეყანაზე და არცერთმ...

ჰეტეროქრომია- ყველაზე ლამაზი დაავადება მსოფლიოში

Image
ჰეტეროქრომია არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი იბადება ან ვითარდება ორი განსხვავებული ფერის ირისი. ამ მდგომარეობის რამდენიმე განსხვავებული ვარიაცია არსებობს. სრული ჰეტეროქრომია  არის ის, როდესაც ერთი ზამბახი სულ სხვა ფერისაა. მაგალითად, ერთ თვალის ირისი შეიძლება იყოს ყავისფერი, ხოლო მეორე - მწვანე. ნაწილობრივი ან სეგმენტირებული ჰეტეროქრომია არის ის, როდესაც ერთი ირისი განსხვავდება ფერის იმავე ირის დანარჩენი ნაწილისაგან, ხოლო ცენტრალური ჰეტეროქრომია არის ის, როდესაც თქვენ გაქვთ ბეჭედი ერთ ირისში, რომელიც განსხვავებული ფერია, იგივე ირისის დანარჩენი ნაწილებისგან.   ჰეტეროქრომია ასევე კლასიფიცირდება ირისის ფერის განსხვავების მიხედვით. ჰიპოქრომული ჰეტეროქრომია არის, როდესაც პათოლოგიური ირისი უფრო მსუბუქი ფერისაა, ვიდრე ნორმალური, ხოლო ჰიპერქრომული ჰეტეროქრომია, როდესაც პათოლოგიური ირისი უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე ნორმალური.