კიბერთაღლითებმა ახალი სქემა შეიმუშავეს- როგორ უნდა მოიქცეთ ფიშინგის თავიდან ასარიდებლად
ფოტოს წყარო- Business media არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ფიშინგის სქემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს - აქ ნახავთ როგორ მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ფიშინგი. რა გზებით შეიძლება მოიპოვონ ადამიანებმა ჩვენი პერსონალური ინფორმაცია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა არის ფიშინგი? ფიშინგი კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმაა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით მოპაროს სენსიტიური ინფორმაცია ან მოახდინოს კომპიუტერის კომპრომეტაცია. შეტევის დროს გამოიყენება მეილი, რომელიც იგზავნება კიბერ-კრიმინალების მიერ. ძირითადად, მეილი წარმოჩენილია როგორც სანდო წყაროსგან მიღებული შეტყობინება, როგორიცაა ბანკი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია ან პირი ვისთანაც მსხვერპლს შესაძლოა ქონდეს ურთიერთობა. მეილი შენიღბულია როგორც სასწრაფო შეტყობინება, რომელშიც დამატებითი ინფორმაციისთვის მოთავსებულია ვებ-ბმუმლები ან მიმაგრებული დო...